ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტური მადრიდული დერბით დასრულდა, რომელშიც „ატლეტიკომ“ „რეალს“ ალვარო მორატას შესანიშნავი თამაშით 3:1 აჯობა და სეზონში პირველი მარცხი აგემა.
მორატამ ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა, რასაც მალევე ანტუან გრიზმანის გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმის მიწურულს ტონი კროოსმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ 46-ე წუთზე მორატამ დუბლი გააფორმა და ორბურთიანი სტატუსკვო აღადგინა.
„რეალმა“ ქულები პირველად დაკარგა მიმდინარე სეზონში და 15 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ატლეტიკოს“ 10 ქულა აქვს და მეხუთეა.
ლა ლიგას ორი ლიდერი ჰყავს 16-16 ქულით, ერთი „ბარსელონაა“, რაც მოულოდნელი არ არის, მეორე კი - „ჟირონა“.
„ატლეტიკო“ – „რეალი“ 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 მორატა (4), 2:0 გრიზმანი (18), 2:1 კროოსი (35), 3:1 მორატა (46)