ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პრაქტიკულად, ჯგუფში ჩარჩა. ასე რომ არ მოხდეს, სასწაული უნდა დაფიქსირდეს.
ავსტრალიამ ფიჯის შემდეგ უელსის ნაკრებთანაც წააგო, თანაც უშანსოდ, 6:40 და სამი მატჩის შემდეგ მხოლოდ ერთი მოგებით იწონებს თავს. ედი ჯონსის გუნდმა პირველ ტურში საქართველოს აჯობა.
უელსის ნაკრები აშკარად აღემატებოდა „ვოლაბებს“, რომლებმაც ძალიან სუსტი თამაში აჩვენეს და დამსახურებულად წააგეს.
შედეგად, C ჯგუფს უელსი ლიდერობს 14 ქულით (3 მოგება), ფიჯის 6 ქულა, როგორც ავსტრალიას, მაგრამ ფიჯელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ავსტრალია უკვე დაამარცხეს. უელსის ნაკრები კი ამ მოგებით ჯგუფიდან უკვე გავიდა.