ფეხბურთი

0:14 | 25.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ არ მინდოდა მისი დაკარგვა გამერისკა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ბოლონიასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ არ სურდა გაერისკა, რადგან ქართველს ფეხის უკანა კუნთები სტკიოდა.

„ხარისხიანი სათადარიგო სკამზეც გვყავს, აქცენტს მხოლოდ მათზე არ ვაკეთებთ, ვინც ძირითადშია. წინ ბევრი თამაში გველოდება და ამიტომ არ შემიძლია, მთელი გუნდი არ გამოვიყენო.

ბედნიერი ვარ კვარას გამო, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთების პრობლემა ჰქონდა, ამიტომ არ მინდოდა მისი დაკარგვის რისკზე წავსულიყავი.

ვიქტორის პენალტი? ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, მისი დამოკიდებულება შეცვლაზე კარგი არ იყო, მაგრამ უკვე ვილაპარაკე მასთან და გუნდთანაც, მაგრამ არის რაღაცები, რაც გასახდელში რჩება. მირჩევნია, როდესაც ვიღაცას ვცვლი, უკმაყოფილო იყოს. ფანები უკვე გარსიას გადაყენებას ითხოვენ? არ შეგვიძლია უმცირესობის ხმას მოვუსმინოთ, უმრავლესობა მხარს უჭერს გუნდს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

0.126089