თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სუპერთასი მოიგო, რომელმაც ფინალში „ბრეშა“ ძალიან ადვილად, 97:60 დაამარცხა.
ბოლონიელთა უპირატესობა პირველივე პერიოდში გამოიკვეთა (27:10) და ტემპი არც შემდეგ დაუგდიათ.
თორნიკე შენგელიამ ამ გამარჯვებაში წვლილი ორმაგი დუბლით შეიტანა - 22 წუთში 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია.
ამრიგად, „ვირტუს ბოლონიამ“, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს, ლუკა ბანკი, სეზონი ტიტულით დაიწყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეხლა ლაციოსთან ვნახოთ რას იზამენ
სეზონი კი კარგათ დაიწყეს, მაგრამ რთული მეტოქე არც ყოლიათ
ან ვერცერთს მოიგებდა