ჭიდაობა

20:48 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია. ქართველმა მოჭიდავემ ზედიზედ მესამედ შეძლო ფინალში გასვლა და წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად გამარჯვება მოიპოვა.

63 კგ წონით კატეგორიაში აბულაძემ ჯერ თურქი ენეს ბაშარი დაამარცხა 4:3, მერე უკრაინელ ოლეკსანდრ ჰრუშინს აჯობა (1:1), ხოლო ნახევარფინალში ფრანგ სტეფან კლემენს 3:1 სძლია. შედეგად, ფინალში იჭიდავა, სადაც აზერბაიჯანელ მურად მამადოვთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ბოლო ქულის წყალობით გაიმარჯვა - 2:2.

ამრიგად, აბულაძემ კარიერაში ევროპის ჩემპიონობაც შეძლო და მსოფლიოს ჩემპიონობაც.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. აბულაძის ოქრომდე ნუგზარ წურწუმიამ ვერცხლი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ორივე არაოლიმპიურ წონაში გამოდის, შესაბამისად, ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკოსებმა ლიცენზია ვერც ერთ წონაში მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თავისუფალ სტილში საქართველომ გამოსვლა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, გარდა ამისა, ორი ოლიმპიური ლიცენზიით.

0.116985