კალათბურთი

1:35 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 7 და მაკფადენის 9 ქულა სეზონის პირველ მატჩში

ესპანეთის ლიგა ენდესას ახალი სეზონი დაიწყო, რომლის პირველ ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ მალაგაში, „უნიკახასთან“ 75:98 წააგო. კანარიელებმა პირველი პერიოდი მოიგეს, მაგრამ მერე თამაში სრულად ჩააგდეს და წააგეს.

გიორგი შერმადინმა 17:33 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესას მეორე ტურში 27 სექტემბერს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

„მურსიამ“, სადაც თად მაკფადენი თამაშობს, სტუმრად „გრანადას“ 104:101 აჯობა. ძალიან შედეგიანი თამაშის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა 3 ქულით მოიგეს.

თად მაკფადენმა 16:22 წუთში 9 ქულა მიითვალა. მან 1 ორქულიანი ააცილა, 7-დან 3 სამქულიანი კი ჩააგდო. „მურსია“ მეორე ტურში 27 სექტემბერს, „ბასკონიას“ ესტუმრება.

0.115781