იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ჩემპიონი „ოლიმპია მილანო“ 78:73 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ბოლონიელებმა მეტოქეს აჯობეს და გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა, მთელი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა.
თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მას თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მხოლოდ მარკო ბელინელიმ აჯობა, რომელმაც 15 ქულა მიითვალა.
„ვირტუს ბოლონია“ ფინალში „ბრეშასა“ და „ტორტონას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები თოკოს
იმედია მოიგებენ ფინალს