ფეხბურთი

22:29 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ წააგო

იტალიური სერია A-ს მე-5 ტურის მატჩში, რეჯო ემილიაში, სადაც „სასუოლო“ „იუვენტუსს“ მასპინძლობდა, ნამდვილი თრილერი გათამაშდა. ალესიო დიონიზის შეგირდები ორჯერ იგებდნენ და მაქსი ალეგრის ბიჭებმა ორჯერ გაათანაბრეს. თუმცა მატჩის ბოლო წუთები მასპინძლების გამოდგა: ჯერ 82-ე წუთზე ანდრეა პინამონტიმ ისევ დააწინაურა „სასუოლო, 95-ზე კი ფედერიკო გატიმ შეაგდო საკუთარ კარში და „სასუოლომ“ 4:2 გაიმარჯვა.

„იუვენტუსს“ 10 ქულა დარჩა და მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. 6-ქულიანი „სასუოლო“ კი მე-11 პოზიციაზე დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135091