ფეხბურთი

21:55 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა როდრის გაძევებაზე: „მან ბოდიში მოიხადა ამ ქმედებისთვის. ფეხბურთელები ემოციებს უნდა აკონტროლებდნენ“

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში „ნოტინგემ ფორესტთან" (2:0), თავისი გუნდის ნახევარმცველის, როდრიგო ერნანდესის გაძევებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა მეტოქე გარემარბ მორგან გიბს-უაითს ყელზე ხელი მოჰკიდა და მეორე ტაიმის დასაწყისშივე გააძევეს.

„გასახდელში მთელ გუნდს უთხრა: „ბოდიში." ემოციები უნდა გააკონტროლოს. მე შემიძლია ყვითელი ბარათის მიღება, მაგრამ როდრი ვერ მიიღებს წითელ ბარათს.

მე ხომ არ ვთამაშობ, მოედანზე ფეხბურთელებმა უნდა გააკონტროლონ ემოციები.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს „ქალაქელთა“ პრესსამსახური.

„ნოტინგემთან“ გამარჯვების შემდეგ, „მანჩესტერ სიტიმ“ შეინარჩუნა ლიდერობა ინგლისის პრემიერლიგაში. გვარდიოლას შეგირდებმა ექვსი ტურის შემდეგ მაქსიმალური 18 ქულა მოაგროვეს.

0.132652