დღეს, 23 სექტემბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში, „მანჩესტერ სიტიმ“ „ნოტინგემ ფორესტს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასაწყისშივე, მეშვიდე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა კაილ უოკერის გადაცემით გახსნა ანგარიში. მალევე, მე-14 წუთზე, ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა გააორა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე მასპინძელთა ნახევარმცველმა, როდრიგო ერნანდესმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი უმცირესობაში დატოვა, მაგრამ ამას „ქალაქელებისთვის’ ხელი არ შეუშლია მშვიდად მიეყვანათ შეხვედრა გამარჯვებამდე.
ამისდაკვალად, „მანჩესტერ სიტიმ“ ექვსიდან ექვსივე მატჩი მოიგო, 100 პროცენტიანი შედეგი აქვს და 18 ქულით პრემიერლიგის ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
დღესვე პრემიერლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ორივე ფრედ დასრულდა: „კრისტალ პალასი“ – „ფულემი“ 0:0, „ლუთონი“ – „ვულვერჰემპტონი“ 1:1.
„ბრენტფორდი“ - „ევერტონი“ და „ბარნლი“ - „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოგვიანებით ჩატარდება.