გერმანული ბუნდესლიგის მე-5 ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბოხუმს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა.
ჰეთ-თრიქი მიითვალა ბავარიელთა ინგლისელმა ახალწვეულმა, ჰარი კეინმა. ექს-ტოტენჰემელმა პირველი ბურთი მან მე-13წუთზე გაიტანა, შემდეგ, 54-ზე პენალტი დაარტყა ზუსტად, 88-ე წუთზე კი მესამედ გამოიჩინა თავი.
თითოც შუპო-მოტინგმა, დე ლიხტმა, სანემ და ტელმა შეაგდეს.
5 მატჩის შემდეგ, თომას ტუხელის გუნდს 13 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა: აუგსბურგი - მაინცი 2:1, გლადბახი - ლაიფციგი 0:1, დორტმუნდი - ვოლფბურგი 1:0, უნიონი - ჰოფენჰაიმი 0:2.
ვერდერი - კიოლნი 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.