ფეხბურთი

16:21 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარაცხელიამ თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღოს და მხოლოდ გოლზე არ იფიქროს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ბოლონიასთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ფრანგ სპეციალისტს ამჯერადაც ხვიჩას უგოლო სერიაზე ჰკითხეს, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა შემდეგნაირად უპასუხა:

„იმედია, კვარა გოლს გაიტანს. მას ველაპარაკე და ვუთხარი, რომ მხოლოდ გოლის გატანაზე თუ იქნება კონცენტრირებული, ეს მისთვის აკვიატება გახდება, ვერ გაიტანს. სამაგიეროდ, უნდა ითამაშოს თავისი თამაში, ცივი გონებით, სიამოვნება უნდა მიიღოს შეტევაში თამაშით, მაგრამ ასევე უნდა სიამოვნებდეს დაცვით ფაზაში თამაში, რადგან ეს ეხება ყველა ფეხბურთელს. სწორედ ასე დაბრუნდება გოლი და თავდაჯერება მისთვის“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.118796