ფეხბურთი

1:05 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოგერიებული ორი პენალტი და "ნიცას" დრამატული გამარჯვება "მონაკოსთან"

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეექვსე ტური „მონაკოს“ და „ნიცას“ მატჩით გაიხსნა, რომელიც დრამატული გამოდგა.

„მონაკოს“ ფეხბურთელმა ფოლორინ ბალოგუნმა სტუმართა მეკარე მარსინ ბულკას ორი პენალტი ვერ გაუტანა. პოლონელმა კიპერმა ბალოგუნს ჯერ მე-11 წუთზე აჯობა, შემდეგ 55-ე წუთზე.

ბალოგუნი ლიგა 1-ის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში ორი პენალტი ვერ გაიტანა.

„მონაკო“ გამოუყენებელი შანსების გამო დაისაჯა, რადგან 91-ე წუთზე ჟერემი ბოგამ გოლი გაიტანა და „ნიცამ“ 1:0 მოიგო. ფრანჩესკო ფარიოლის გუნდმა 12 ქულა დააგროვა ამ გამარჯვებით და ლიგა 1-ში ამ დროისთვის ლიდერია.

0.117775