უზბეკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ქიზილქუმმა“ სტუმრად „სურხონი“ 2:1 დაამარცხა, აკაკი შულაიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 43-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და სტუმრებმა იმარჯვეს - 2:1.
შულაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი გიორგი კუხიანიძე მოედანზე 71-ე წუთამდე იყო. შულაიამ უზბეკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 მატჩში მეორე გოლი გაიტანა.
„ქიზილქუმი“ 14 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენ ჩემპზე დასწრებას თუ შევხედავთ 20 000-იც არაა საჭირო
მხოლოდ ნაკრების თამაშისთვის ავაგოთ 50 000-იანი სტადიონი და წელიწადში ერთხელ შევავსოთ?აზრი რა ექნება?მშვენიერი ტევადობა აქვს.აგერ გენტის სტადიონი,ჩაკვე სადაც თამაშობს არის 20 000 ტევადობის და ქალაქის მოსახლეობა ბათუმისას აღემატება ბევრად.
ბათუმში რომ ჩაატარონ დედაქალაქში მზესუმზირის ბიზნესი ჩაწვება
კარგია ახალი და ლამაზი სტადიონი მაგრამ 20 ათასი რა დოზანაა ? ორი ამდენი ტევადობით უნდა გაეკეთებინათ ან მინიმუმ 30 მაინც ! ახლა ისმის ხმები რომ ბელორუსთან თამაში და სხვა თამასებიც ამ სტადიონზე უნდა ჩატარდესო და 20 ათასზე მეტი ხალხი ვერ უნდა დაესწროს ასეთ თამაშს ? @
ჩემი ნება რომ იყოს ვინც ეროვნულ ჩემპზე არ დადის ნაკრების თამაშზე არ შევუშვებდი
ასე რომ 20000 ეყოფა,თან ბათუმში 20000 გულშემატკივრობა დამიჯერე თბილისის 50000-ს აჯობებს