ფეხბურთი

23:03 | 22.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონე" "სალერნიტანას" დაუზავდა, გიორგი კვერნაძე ათამაშეს

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში „ფროზინონე“ სტუმრად „სალერნიტანას“ დაუზავდა, გიორგი კვერნაძემ კი ითამაშა.

„ფროზინონე“ მე-12 წუთზე სიმონე რომანიოლის გოლით დაწინაურდა, რასაც 52-ე წუთზე კაბრალმა უპასუხა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

კვერნაძე მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მატიას სულე შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, ეს მისთვის მეორე მატჩი იყო სერია A-ში, მას მერე, რაც პირველ ტურში „ნაპოლისთან“ ათამაშეს. გიორგი ბოლო სამი ტური თადარიგში დარჩა, ამჯერზე მიეცა თავის წარმოჩენის შანსი.

„ფროზინონეს“ 5 ტურში 8 ქულა აქვს მოპოვებული (2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება), მომდევნო ტურში კი 28 სექტემბერს, „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

0.103396