ფეხბურთი

17:23 | 22.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელომ სერია A-ს ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონატის ამ სეზონში ორი ფავორიტი ჰყავს - „ინტერი“ და „იუვენტუსი“.

„ევროთასებს მიღმა ყოფნას რა უპირატესობა აქვს? ნაკლები მოგზაურობა, ნაკლები ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაღლილობა, რაც დაკავშირებულია შუა კვირაში თამაშთან. შესაბამისად, ნაკლები ტრავმებიც. მწვრთნელისთვის უფრო ადვილია კვირა დაგეგმოს და თვეებიც კი, როდესაც ერთადერთი მიზანი შიდა ჩემპიონატია.

ვფიქრობ, რომ „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდებია იტალიაში. „ინტერი“ თავის სიძლიერეში დარწმუნებულია და ყველაზე კარგი შემადგენლობა ჰყავს, ხოლო „იუვეს“ ასევე აქვს თავისი მნიშვნელოვანი ღირებულებები და ევროთასებზე არ თამაშობს“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ „ინტერი“ 12 ქულით ლიდერია, მეორე ადგილზე კი „იუვენტუსია“ 10 ქულით.

0.114913