ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ადგილზე რომ იყოს, „ნაპოლის“ გასახდელს თავდაყირა დააყენებდა. მისი აზრით, აურელიო დე ლაურენტისის განცხადება ქართველის კონტრაქტზე, ყველაზე დიდი სკანდალია.
„ნაპოლი“ თავს ცუდად იცავს, მაგრამ არსებობს ორი ყველაზე დიდი პრობლემა. ერთია ლობოტკა, რომელიც საერთოდ არაა თამაშთან დაკავშირებული და გარსიამ პრობლემა მას შემდეგ შეუქმნა, რაც ევროპაში უძლიერესი ნახევარმცველი იყო. მეორე პრობლემა კვარაცხელიაა, რომელსაც ჰქონდა რეაქცია, რომელიც სპალეტისთან არასდროს ექნებოდა. „ნაპოლი“ ანარქიული გახდა.
ყველაზე სკანდალური რამ დე ლაურენტისის პასუხი იყო კვარაცხელიას კონტრაქტის შესაძლო განახლებაზე, რასაც სისულელე უწოდა. მე კვარას ადგილზე გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი, როგორც მადრიდში გავაკეთე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რადგან კარგი ბიჭია“, - თქვა კასანომ.