ფეხბურთი

16:00 | 22.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი: "მილანი"-"ნიუკასლი" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი თამაში იყო"

„ატლეტიკო პარანაენსეს“ ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა განაცხად,ა რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში „მილანი“ – „ნიუკასლის“ თამაში ყველაზე ცუდი იყო.

„ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი მატჩი ვნახე „მილანსა“ და „ნიუკასლს“ შორის. „მილანის“ იდიოტმა ფეხბურთელებმა ცუდად გამხადეს. გაუმართლათ, მხოლოდ სირბილი იციან, თორემ იქაც არ იქნებოდნენ. მე არ მესმის „ნიუკასლის“, ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდნენ, მაგრამ ამაზრზენად ითამაშეს. ეს მათი პირველი მატჩი იყო და რაღაც უნდა ეჩვენებინათ“, - თქვა ვიდალმა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ – „ნიუკასლის“ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

0.1172