გერმანელმა ფეხბურთელმა იულიან დრაქსლერმა აღიარა, რომ კატარულ „ალ-აჰლიში“ ფულის გამოც გადავიდა. როგორც მან თქვა, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია.
„ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში გატარებული 12 წლის შემდეგ მინდა ახალი კულტურის გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასპექტი მნიშვნელოვანია, მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ფული გადამწყვეტი ფაქტორი არ იყო. საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ახალი ფინანსური შემოსავალი მეტ ვარიანტს მომცემდა, როგორც ოჯახისთვის, ასევე სხვა პროექტებისთვის“, - თქვა დრაქსლერმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყვითელ ბარათს კი არ გამორჩა მხოლოდ, ორივე გოლი მის კისერზე გავიდა რეალურად.