ფეხბურთი

20:36 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრები ვინჩენცო მონტელას ჩააბარეს

ვინჩენცო მონტელა თურქეთის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელია. 49 წლის სპეციალისტმა შტეფან კუნცი შეცვალა.

მონტელასა და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმა, მისი პრეზენტაციის ცერემონია კი 27 სექტემბერს გაიმართება.

ვინჩენცო მონტელამ სამწვრთნელო კარიერა „რომაში“ დაიწყო, შემდეგ კი „კატანიას“, „ფიორენტინას“, „სამპდორიას“, „მილანისა“ და „სევილიას“ თავკაცი, ხოლო 2021-2023 წლებში თურქულ „ადანა დემირსპორს“ ავარჯიშებდა.

0.103935