ჭიდაობა

20:04 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

სერბეთის დედაქალაქ ბულგრადში მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაიწყო, სადაც ნუგზარ წურწუმია ფინალში გავიდა.

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ ალჟირელი მოჰამედ იასინ დრიდი (12:2) და მოლდოველი არტიომ დელანუ (10:0) დაამარცხა, ნახევარფინალში კი უზბეკ იასურბეკ ორტიკბოევს შეხვდა, რომელსაც 7:4 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ხვალ იჭიდავებს.

130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ ბოლო ქულების წყალობით აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ბექა კანდელაკი (1:1) და ფინელი ელიას კუსმანენი (1:1) დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ჩინელ ლინჟე მენთან 1:3 წააგო, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველმაც მედლის შანსი დაკარგა.

77 კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძემ პაველ ლიახი (7:2) და პატრიკ ადამ ბედნარში (10:1) დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ ნაო კუსაკასთან 0:10 წააგო. იაპონელმა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და ქართველიც ვეღარ გაიყოლა რეპეშაჟში.

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ გერმანელ იდრის იბაევს 3:2 აჯობა, თუმცა მერე მოლდოველ მიჰაილ ბრადუსთან 3:4 წააგო, რომელიც ფინალს მიღმა დარჩა და გელაც უმედლოდ დარჩა.

0.125271