ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილია, რომელიც უეფამ Football Fantasy-ის ქულების მიხედვით შეადგინა.
სიმბოლურში ავსტრიული „ზალცბურგის“ ფეხბურთელები სჭარბობენ. ავსტრიელებმა ლისაბონში „ბენფიკას“ მოულოდნელად 2:0 აჯობეს და სიმბოლურშიც მათი 3 ფეხბურთელი მოხვდა.
მეკარე: ივან პროვედელი (ლაციო)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი), ალეკსა ტერზიჩი (ზალცბურგი)
ნახევარმცველები: ტეტე (გალათასარაი), ბრაის მენდესი (სოსიედადი), კაზემირო (მანჩესტერი), მარტინ ოდეგორი (არსენალი), გალენო (პორტუ)
თავდამსხმელები: როკო შიმიჩი (ზალცბურგი), ჟოაო ფელიქსი (ბარსელონა)