„რომას“ მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ევროპა ლიგის 2022/2023 წლების ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი პენალტების სერიაში „სევილიასთან“ დამარცხდა (1:1, 1:4).
„ჩემს სიტყვებს ყოველთვის გავიმეორებ - ევროპა ლიგის ფინალი „სევილიასთან“ არ წაგვიგია. არ წაგვიგია ის ფინალი ბუდაპეშტში და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს!” - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ იმ ფინალურ მატჩს ინგლისელი ენტონი ტეილორი მსაჯობდა და „რომას“ ფეხბურთელებს შვიდი ყვითელი ბარათი უჩვენა. მატჩის შემდეგ ტეილორის ქმედებით უკმაყოფილო მოურინიუმ მსაჯს სტადიონის სადგომზე შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგვიანებით, 60 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს 2023/2024 წლების სეზონის ევროთასებზე ოთხმატჩიანი დისკვალიფიცია მისცეს. ამგვარად, „რომა“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის (ექვსიდან ოთხს) თამაშების ნახევარზე მეტს, მწვრთნელის გარეშე გამართავს. რომაელები, მოურინიუს გარეშე, ორჯერ ითამაშებენ ჩეხეთის „სლავიასთან,“ ასევე თითო-ჯერ მოლდოვურ „შერიფთან“ და შვეიცარიულ „სერვეტთან.“
დღეს, 21 სექტემბერს, რამაელები ტირასპოლში "შერიფს" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.