ფეხბურთი

14:35 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში (+VIDEO)

„ატლანტა იუნაიტედის“ ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. ამერიკული კლუბი სტუმრად „დი სი იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და ანგარიში ქართველმა შემტევმა გახსნა.

საბამ მე-14 წუთზე ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა. საბამ „ატლანტაში“ მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა, ორჯერ კი საგოლე პასიც მიითვალა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

„ატლანტა იუნაიტედი“ 46 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 სექტემბერს, „მონრეალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134103