ფეხბურთი

13:50 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: „რომ მცოდნოდა, კლოპი როჯერსს შეცვლიდა, „ლივერპულში“ დავრჩებოდი”

„ლივერპულის“ ყოფილმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, მერსისაიდული კლუბის დატოვების დრო გაიხსენა, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კონტრაქტი ამოიწურა.

„გადავწყვიტე ერთი წლით არ გამეგრძელებინა კონტრაქტი და წავედი ამერიკაში (ჯერარდმა „ლოს ანჯელეს გალაქსიში” ერთი სეზონი დაჰყო), მაგრამ რომ დავთანხმებულიყავი, კლოპთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში ვითამაშებდი.

მერე მითხრეს, რომ სულ უფრო ნაკლები სათამაშო დრო მომეცემოდა და არ მინდოდა „ლივერპულში“ როტაციის მოთამაშე ვყოფილიყავი. მაინც თავს საუკეთესო ნახევარმცველად ვგრძნობდი გუნდში.

შემიძლია ვთქვა, რომ მცოდნოდა რა მოხდებოდა (ჯერარდის წასვლიდან ოთხი თვის შემდეგ ბრენდან როჯერსმა კლუბი დატოვა, გუნდი იურგენ კლოპმა ჩაიბარა), ამ კონტრაქტს მოვაწერდი ხელს. კიდევ ოთხ ან ხუთ თვეს ვითამაშებდი ბრენდანის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი იურგენის გუნდის წევრი ვიქნებოდი.“- ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Daily Mail.

სტივენ ჯერარდი ამჟამად საუდის არაბეთის „ალ-იტიფაქის“ მთავარი მწვრთნელია.

0.117959