ფეხბურთი

11:18 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნაჩო: ბელინგემი „რეალში“ სათამაშოდ დაიბადა

მადრიდის „რეალის" მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „უნიონთან" მატჩში თავისი გუნდის გამარჯვებაზე (1:0) ისაუბრა.

„მსგავს ღამეებში ეს ჯადოსნური სტადიონია. მატჩის შედეგი ბევრად ადრე უნდა გადაგვეწყვიტა. ნება მომეცით ასე განვაცხადო: ბელინგემი ამ კლუბში სათამაშოდ დაიბადა. იმედი ვიქონიოთ, რომ ის გააგრძელებს ასეთი მომენტების შექმნას“, - ციტირებს ნაჩოს სიტყვებს უეფას ოფიციალური პრესსამსახური.

„რეალი“ დომინირებდა თამაშში, 75%-იანი ბურთის ფლობით და კარში 32 დარტყმით გერმანელების ოთხის საპირწონედ. მაგრამ მადრიდელებმა გოლის გატანა მხოლოდ დამატებით დროში მოახერხეს, ჯუდ ბელინგემის წყალობით.

მადრიდულ კლუბში თავის პირველ ექვს მატჩში, ბელინგემმა ექვსი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.131652