ფეხბურთი

10:07 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუსა და კასილიასის მიღწევა გაიმეორა

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კლუბის მაისურით მე-100 გამარჯვება მოიპოვა - გვამცნობს BBC.

ის გახდა ისტორიაში მესამე მოთამაშე, ვინც ამ მიღწევას უწია. მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე 100 გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუმ (115) და იკერ კასილიასმა (101) მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ბაიერნმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ანგარიშით 4:3 დაამარცხა. მომდევნო ტურში „ბაიერნი“ „კოპენჰაგენს“ შეხვდება, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი „გალათასარაის.“

მიულერი „ბაიერნში“ 2009 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2024 წლამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111807