საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მეორე მატჩი გამართა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, პორტუგალიის ნაკრებს ვიზეუში ესტუმრა და 4:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გატანილი გოლები გიორგი ღავთაძის და ვილიანის ანგარიშზეა.
მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს, თბილისში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.