ფეხბურთი

2:18 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარაცხელიას მეტი სათამაშო წუთები სჭირდება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ბრაგასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს თამაშის რიტმი ცოტა აკლია, მაგრამ ტრავმის გამო ფორმაში დასაბრუნებლად დრო სჭირდება.

„კვარამ კარგი რაღაცები გააკეთა, პირველ გოლში მისი წვლილიც იყო. თამაშის რიტმი ცოტა აკლია, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე ტრავმა მიიღო, პირველი მატჩი გამოტოვა, მეორე სათადარიგო სკამიდან დაიწყო. ბოლო 3 თამაში დაიწყო ძირითადში, მაგრამ სეზონის სტარტზე მიღებული მცირე ტრავმის გამო, ბრწყინვალების დასაბრუნებლად ცოტა მეტი სათამაშო დრო სჭირდება“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია 19 მარტიდან იწყება. მიმდინარე სეზონში მან ოთხ მატჩში თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 24 სექტემბერს, „ბოლონიასთან“ გამართავს.

0.115718