ფეხბურთი

22:54 | 20.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ბელინგემმა 94-ე წუთზე მოაგებინა

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მძიმე მოგებით დაიწყო მადრიდის „რეალმა“. „სამეფო კლუბმა“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი, „უნიონ ბერლინი“ 94-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.

კარლო ანჩელოტის გუნდს დიდი უპირატესობა და ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. მანამ, სანამ მსაჯის მიერ კომპენსირებული მეოთხე წუთი არ დადგა. თამაშის ბედი ჯუდ ბელინგემმა გადაწყვიტა. ინგლისელი მადრიდული გრანდის ჯოკერია და ბრწყინვალე სეზონი აქვს. ბერლინელებმა ბევრი ეცადეს შინ ქულა წაეღოთ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

A ჯგუფში სტამბოლის „გალათასარაი“ შინ 86-ე წუთამდე „კოპენჰაგენთან“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ქულის მოპოვება მაინც მოახერხა. დანიის ჩემპიონში არ უთამაშია დავით ხოჭოლავას, რომელიც ტრავმირებულია.

„გალათასარაი“ – „კოპენჰაგენი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ელიონუსი (35), 0:2 გონსალვეში (58), 1:2 ბოე (86), 2:2 ტეტე (88)

„რეალი“ – „უნიონ ბერლინი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბელინგემი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117371