ფეხბურთი

16:32 | 20.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას მორიგი გოლი სომხეთის ჩემპიონატში

სომხეთის ჩემპიონატის მერვე ტურში „ალაშკერტმა“ ერევნის „არარატი“ ლევან კუტალიას გოლით დაამარცხა.

ქართველმა თავდამსხმელმა 68-ე წუთზე პენალტით მოაგებინა თავის გუნდს (2:1). კუტალია 8 მატჩში გატანილი 9 გოლით სომხეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

პირველ ადგილზეა „ალაშკერტიც“ 19 ქულით, მომდევნო ტურში კი 25 სექტემბერს, „არარატ-არმენიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128995