ფეხბურთი

14:36 | 20.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მენიოს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

„მილანის“ მეკარეს მაიკ მენიოს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ფრანგი ფეხბურთელის ტრავმა არ დაადასტურა.

მენიოს მხოლოდ ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც მისი მდგომარეობის შეფასება დღითიდღე მოხდება. მაიკი სავარაუდოდ, „ვერონასთან“ უახლოეს მატჩს გამოტოვებს, შემდეგ კი გუნდს დაუბრუნდება.

მაიკ მენიომ „ნიუკასლთან“ მატჩი ვერ ჩაამთავრა და მე-80 წუთზე შეცვლა მოითხოვა. თუმცა, როგორც გაირკვა, საგანგაშო არაფერია.

0.114665