ფეხბურთი

16:37 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ულსან ჰიუნდაიმ“ ტაილანდური „პათუმ იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა კი საგოლე პასი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და 78-ე წუთზე მარტინ ადამს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ მატჩის გმირი უნგრელი ფორვარდი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„ულსან ჰიუნდაის“ 3 ქულა აქვს და მეორე ტურში 3 ოქტომბერს, იაპონურ „კავაზაკის“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101512