ფეხბურთი

16:17 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარის" მწვრთნელი: "გოჩოლეიშვილის და აზაროვის იმედი გვაქვს"

დონეცკის „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ ვან ლეუვენმა „პორტუსთან“ მატჩის წინ გიორგი გოჩოლეიშვილსა და ირაკლი აზაროვზე ისაუბრა. როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ორივე ქართველი ფეხბურთელის იმედი აქვს.

„პირველ რიგში, ორივე თავს კარგად გრძნობს. სასიამოვნოა მათთან მუშაობა, ბოლო კვირაში სანაკრებო მატჩების გამო, არა მარტო ისინი, არამედ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებიც არ იყვნენ გუნდის პროცესში ჩართულნი, ჩვენ ყველაზე ვზრუნავთ. მათზე მომავალში დიდ იმედს ვამყარებთ“, - თქვა ვან ლეუვენმა.

შეგახსენებთ, რომ „შახტარისა“ და „პორტუს“ მატჩი დღეს, ჰამბურგში გაიმართება, თბილისის დროით 22:45 საათზე.

0.129258