მადრიდის „რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა, დანიელ კარვახალმა, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბერლინის „უნიონთან“ პირველი ტურის მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა - წერს Mundo Deportivo.
გავრცელებული ინფორმაციით, კარვახალს მარჯვენა ფეხის კუნთის მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც ის გამოტოვებს არა მხოლოდ „უნიონთან“ შეხვედრას, არამედ თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ მატჩსაც, რომელიც კვირას, 24 სექტემბერს გაიმართება. ჯამში 31 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას დაახლოებით ათი დღე დასჭირდება.