11:52 | 19.09.2023 | ნანახია 478 - ჯერ

ერმოსო ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახეს

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, ჯენი ერმოსო, ქვეყნის ფეხბურთის ფედერციის ხელმძღვანელის, ლუის რუბიალესის კოცნის სკანდალის შემდეგ, მის ნაკრებში არგამოძახებას გამოეხმაურა.

„მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩემს კოლეგებს, რომლებიც დღეს არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდნენ და იძულებულნი არიან რეაგირება მოახდინონ კიდევ ერთ უსიამოვნო ამბავზე.

სიტუაცია შეიქმნა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კვლავ აგრძელებენ გადაწყვეტილებების მიღებას ფედერაციაში. ასევე მინდა ერთი რამ განვაცხადო. დღეს ცდილობდნენ ეთქვათ, რომ გარემო უსაფრთხო იქნებოდა ჩემი თანაგუნდელებისთვის. თუმცა იმავე პრესკონფერენციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაკრებში არ გამომიძახეს, რადგან ჩემი დაცვა სურთ. რისგან დაცვა? ან ვისგან?” - წერს ჰერმოსო თავის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს, ერმოსომ, 80-მა სხვა მოთამაშემ და ყოფილმა ფეხბურთელმა, მათ შორის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „რეალური ცვლილებების მოთხოვნით, როგორც სპორტული, ასევე სტრუქტურული განხრით."

0.063578
478