11:20 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეტიმ მუდრიკს მხარი დაუჭირა

„ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ, მხარი დაუჭირა უკრაინელ თავდამსხმელ მიხაილო მუდრიკს, ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს სიტყვების შემდეგ, რომლებიც მან ფეხბურთელის პრობლემებზე თქვა.

„მუდრიკი ერთადერთი არ არის, ვინც ამ გუნდში სიძნელეებს განიცდის, ამიტომ მედიაში კრიტიკა მას საერთოდ არ დაეხმარება, რადგან თავდაუჯერებელია. ის იფიქრებს: „რატომ ამბობს ჩემი მწვრთნელი, რომ არ მესმის, როგორ უნდა ვითამაშო პრემიერლიგაში?" ეს მუდრიკისთვის ცუდი ნიშანია და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ის სათადარიგოთა სკამზე დარჩება.

როცა პოჩეტინო მსგავს სიტყვებს იტყვის, სხვა მოთამაშეებიც არ უნდა დაივიწყოს, რადგან „ბორნმუთთან“ უსახური მატჩი (0:0) სულაც არ იყო მხოლოდ მუდრიკის ბრალი.“ - ციტირებს პეტის სიტყვებს Football365.

შეგახსენებთ, რომ მუდრიკი „ჩელსიში“ 2023 წლის იანვარში გადავიდა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2031 წლამდეა ძალაში. ჯამში, ლონდონური კლუბის შემადგენლობაში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.128508