პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, აზრი გამოთქვა იმის შესახებ, შეუძლია თუ არა თავდამსხმელ კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგის მოგება პარიზულ კლუბში თამაშისას.
„ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად დიდი, შეკრული გუნდია საჭირო. არა 11, არამედ ერთდროულად 23 მოთამაშე უნდა იყოს მზად სათამაშოდ, მიუხედავად იმისა, თუ რა როლს ასრულებენ თითოეულ მატჩში.
ერთიანი უნდა იყოს დანარჩენ გუნდთან. მოკრძალება აუცილებელია, რადგან ზოგჯერ მეტოქე შეიძლება შენზე უკეთესი იყოს. სწორედ ასეთი დამოკიდებულებით მიიღწევა დიდი შედეგები.“ - ციტირებს ტვიტერზე ენრიკეს სიტყვებს PSG Report.
დღეს, 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, პსჟ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.