პსჟ-ს ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი კარიერას კატარში, კერძოდ, „ალ-აჰლიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პსჟ-მ 29 წლის გერმანელში 20 მილიონი ევრო მიიღო, ფეხბურთელს კი 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. დრაქსლერმა პარიზულ გუნდში 2017-2022 წლებში 198 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის „შალკესა“ და „ვოლფსბურგში“ თამაშობდა, ხოლო გასული სეზონი იჯარით „ბენფიკაში“ გაატარა (18 მატჩი, 2 გოლი).
პსჟ-დან კატარში უკვე გადავიდა მარკო ვერატი, რომელმაც კონტრაქტი „ალ-არაბისთან“ გააფორმა.