„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლას და მის ჟესტს ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა.
ვეტერანი ფეხბურთელი ალდო სერენა ფიქრობს, რომ ხვიჩა ტოპმოთამაშეა და „ნაპოლი“ საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფასს უხდის, რაც გავლენას ახდენს.
ალდო სერენა (ვეტერანი ფეხბურთელი): „კვარას და ოსიმენის კონტრაქტების გახანგრძლივების მოუგვარებელი საკითხი გავლენას ახდენს. ქართველს საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფასი აქვს და ამის ნაცვლად ის ტოპფეხბურთელია, ერთ-ერთი მათგანი, ვისი თამაშიც აღფრთოვანებას იწვევს, ფანტაზიას აფრქვევს“.
ფაბიანო სანტაკროჩე (ვეტერანი ფეხბურთელი): „გულწრფელად, ვერ ვიპოვე მიზეზი ამ ცვლილების ასახსნელად. უაზრო ცვლილება იყო, ლინდსტრომი რომ შესულიყო, სხვაგვარად ვიფიქრებდი. ნებისმიერ შემთხვევაში, 2:2-ზე თამაშის მოგება უნდა სცადო და ქართველი არ უნდა შეცვალო, თუნდაც მას არ ჰქონდეს კარგი თამაში, შეიძლება მყისიერად გაიბრწყინოს და მატჩი მოგაგებინოს“.
სანდრო საბატინი (ჟურნალისტი): „ყველაზე შემაშფოთებელი კვარაცხელიას ბოლო 6 წუთის განმავლობაში შეცვლა არ არის, არამედ მისი ჟესტი. ეს აჩვენებს მწვრთნელისადმი ნდობის ნაკლებობას“.
რიკარდო ტრევიზანი (ჟურნალისტი): „კვარაცხელიას ჩავარდნა გასული სეზონის ბოლოსაც ჰქონდა. ობიექტური ფაქტი კი, ისაა, რომ ანგისა და ლობოტკა სპალეტის გარეშე დაუბრუნდნენ თავიანთ რეალურ დონეს“.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" უახლოეს მატჩს 20 სექტემბერს, "ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გამართავს.