ფეხბურთი

18:55 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკო ფედელე: "გარსია კვარაცხელიას ნიჭს ვერ ხედავს"

ფაბიო და პაოლო კანავაროების ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ რუდი გარსიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას დიდ ნიჭს უბრალოდ ვერ აღიქვამს, რადგან მას დიდი ფეხბურთი არასდროს უთამაშია.

„რუდი გარსია არასოდეს ყოფილა დიდი ფეხბურთელი, ამიტომ ვერ ხედავს კვარაცხელიას ნიჭს. მხოლოდ მათ, ვინც ფიქრობენ, რომ ფეხბურთში მხოლოდ ტაქტიკაა მთავარი, შეიძლება ვერ გაიგონ, რომ თუ მოედანზე კვარაცხელია გყავს, არ უნდა შეცვალო, რადგან ის იმ მცირერიცხოვანთან შორისაა, ვისაც რაღაცის გამოგონება შეუძლია.

რუდია გარსია, რაც შეიძლება მალე უნდა მოხსნან, რაც უფრო გაჭიანურდება ეს, პრობლემები უფრო სერიოზული გახდება, ამიტომ, მალე უნდა გაათავისუფლონ. გარსია მაგონებს რაფაელ ბენიტესს „ინტერში“, როდესაც ჟოზე მოურინიო შეცვალა“, - თქვა ფედელემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109821