ფეხბურთი

18:15 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია ამ ჟესტს სპალეტის არასდროს გაუკეთებდა"

იტალიელმა ჟურნალისტმა ფურიო ფოკოლარიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლუჩანო სპალეტის იმ ჟესტს, რომელიც რუდი გარსიას მიმართ აჩვენა, არასდროს გაუკეთებდა, რადგან „ნაპოლის“ ყოფილ მწვრთნელთან სიმბიოზური ურთიერთობა ჰქონდა.

„იტალიის ჩემპიონში სერიოზული განგაშია, მაგრამ რას ელოდნენ გულშემატკივრები? სპალეტი, ადამიანი, რომელმაც „ნაპოლი“ გარდაქმნა, წავიდა. ჯუნტოლი, რომელიც ფუნდამენტური წებო იყო გუნდსა და კლუბს შორის, წავიდა. კიმი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, წავიდა და არც შეცვალეს. მოვიდა გარსია, რომელსაც არასდროს არაფერი მოუგია. არ მინდა, მთელი ბრალი გარსიას დავდო, მაგრამ თუ ლობოტკა და სხვები ვეღარ თამაშობენ, მწვრთნელს პასუხისმგებლობა ეკისრება. ძერბინი-კვარას ცვლილება სიგიჟე იყო, ისევე, როგორც გარსიას განცხადებები მატჩის შემდეგ.

ჩემი აზრით, კვარა და გუნდის სხვა ლიდერები თავს ობლად გრძნობენ. მათი ურთიერთობა სპალეტისთან სიმბიოზური იყო და გარსიას მიმართ ჟესტი მრავლისმეტყველია. ის ამას სპალეტის არასდროს გაუკეთებდა“, - თქვა ფოკოლარიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106395