ფეხბურთი

11:00 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერგომი: "კვარაცხელიამ უნდა მოუმატოს, მაგრამ მას არასდროს შევცვლიდი"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია შარშანდელივით ვერ თამაშობს, მაგრამ რუდი გარსიას არ ეთანხმება. ბერგომის თქმით, ხვიჩას მოედნიდან არასდროს გაიყვანდა:

„ხვიჩა კვარაცხელიამაც უნდა მოუმატოს. შარშანდელივით ვერ თამაშობს. მის ნაცვლად ალესიო ძერბინი? ამას არასდროს გავაკეთებდი. მისი თანაგუნდელების მთელი პატივისცემის მიუხედავად, ქართველს არ შევცვლიდი“, - თქვა ბერგომიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062102