ფეხბურთი

1:42 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport-ი კვარაცხელიაზე: "დაბერილი ძარღვი, რომელიც სპალეტის უყვარდა, არ ჩანს"

„ჯენოას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში წამყვანმა იტალიურმა გამოცემებმა Gazzetta Dello Sport-მა და Corriere Dello Sport-მა შეაფასეს.

მაგალითად, Gazzetta-მ ყურადღება გაამახვილა კისერზე დაბერილ ძარღვზე, რომელზეც გასულ სეზონში ბერგამოს „ატალანტასთან“ გოლის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ღიად ისაუბრა და თქვა, რომ დაბერილი ძარღვი კვარას თავიდან არ ჰქონდა, ახლა კი, აქვს, რაც ძალიან მოსწონს. იტალიური გაზეთი წერს, რომ არც ეს ძარღვი ჩანს და აღარც კვარას მაგია.

„ცნობილი დაბერილი ძარღვი, რომელიც სპალეტის უყვარდა, აღარ ჩანს და არც მისი ჯადოქრობა. მიუხედავად ამისა, ორი მეტოქის „გაყვითლებას“ ახერხებს“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

„30-წუთიანი ხეტიალის შემდეგ მარცხენა ფლანგზე ანათებს, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. მის ანგარიშზეა კარში „ნაპოლის“ პირველი დარტყმაც. 89-ე წუთზე, ქამბექის შუაგულში მწვრთნელი ცვლის და ის ბრაზდება, არ ესმის ეს, როგორც ყველას“, - წერს Corriere Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.

0.111983