ფეხბურთი

1:00 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარას ჟესტი პროფესიონალური არ იყო, თანაგუნდელს პატივი უნდა სცეს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ემანუელე კალაიომ, რომელიც თავის დროზე „ნაპოლიში“, „პარმასა“ და „ჯენოაში“ თამაშობდა, განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი შეცვლის შემდეგ პროფესიონალური არ იყო.

თუმცა, კალაიოსთვის მის ნაცვლად ალესიო ძერბინის თამაშში ჩართვაც გაუგებარია:

„ეს ჟესტი არ არის პროფესიონალური, შემოდის შენი ერთ-ერთი თანაგუნდელი და შენ უკვე იშოვე დიდი ფული, ამიტომ პატივი უნდა სცე თანაგუნდელს და მწვრთნელს. თუმცა, ანგარიში 2:2-ია, 4 წუთი რჩება და კვარა არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს რაღაც მოიმოქმედოს, პენალტი მაინც მოიპოვოს, ამ დროს კი, ძერბინის გამოყვანას, რომელსაც არასდროს უთამაშია, რა აზრი აქვს?“, - თქვა კალაიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.

0.111198