მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში ფიჯის ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მაგარ ფორმაშია.
კუნძულელებმა ფავორიტ მეტოქეს ორივე ტაიმში აჯობეს, პირველივე ნახევარში 12:8 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში არათუ შეინარჩუნეს ანგარიში, არამედ უპირატესობა გაზარდეს - გარდასახული ლელო და ჯარიმა დაამატეს მონაგარს და 22:15 იმარჯვეს.
ამრიგად, ფიჯიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლაზე უკვე პრეტენზიას აცხადებს.
C ჯგუფს უელსი ლიდერობს 10 ქულით, 6-6 ქულა აქვთ ფიჯისა და ავსტრალიას, საქართველოს და პორტუგალიას - 0, თუმცა მათ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „ბორჯღალოსნები“ 23 სექტემბერს, სწორედ პორტუგალიელებს დაუპირისპირდებიან.
დღესვე B ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა რუმინეთი 76:0 გაანადგურა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ავსტრალია - ფიჯი 15:22 (8:12)