ფეხბურთი

21:33 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას შეცვლა ულოგიკო იყო, "ნაპოლი" მშიერი აღარ არის"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო გრაციანიმ რუდი გარსია გააკრიტიკა და თქვა, რომ „ნაპოლი“ შარშანდელივით მოტივირებული არ არის. მან ფრანგი ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლისთვისაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ულოგიკო ნაბიჯი იყო.

„მინდა, შევაქო ჯილარდინოს გუნდი, რომელმაც 70-ე წუთამდე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. „ნაპოლი“ კი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ აღარ არის გუნდი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარი პოტენციალში და მუცელი სავსე აქვს. მათ დაკარგეს გასული სეზონის ენთუზიაზმი და მრისხანება. შარშან ორმაგ პრესინგს თამაშობდნენ, წელს პრესინგზე არავინ მიდის. ასე გაგრძელება არ შეიძლება.

კვარაცხელიას ჟესტი შეცვლაზე? ქართველი მართალია, რას ფიქრობდა გარსია? რა შეეძლო ძერბინს 3 წუთში? ეს იყო ნაბიჯი ლოგიკის გარეშე. მან ლობოტკაც შეცვალა, ფეხბურთელები, რომლებიც შარშან სიცხიანებიც კი თამაშობდნენ“, - აღნიშნა გრაციანიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113217