ლაშა ტალახაძე კვლავ მსოფლიოს ჩემპიონია. ქართველმა ძალოსანმა საუდის არაბეთის ქალაქ რიადში გამართული პლანეტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა.
ლაშამ ოქროს მედალი მოიპოვა, როგორც ორჭიდში, ისე ატაცსა და აკვრაში. ატაცში ლაშას სამივე მისვლა შტანგასთან წარმატებული იყო: მან 208, 215 და 220 კგ დააფიქსირა, რაც დისციპლინაში საკმარისი გამოდგა პირველობისთვის.
აკვრაში ტალახაძემ 245 და 253 კგ დაძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს 260 კგ ვერ ასწია, მაინც შეძლო დისციპლინაში ოქროს დასაკუთრება და ორჭიდშიც 473 კგ-ით მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა.
ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 7-ჯერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონობა. გარდა ამისა, მე-4 ძალოსანი ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 ოქროს მედალს ფლობს. აქვე გეტყვით, რომ ვერცხლი მოიპოვა ვარაზდათ ლალაიანმა, ხოლო ბრინჯაოს გორ მინასიანი დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ტალახაძის გარდა, მცირე ბრინჯაოს მედალი შოთა მიშველიძემ მოუტანა, სხვებმა კი ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ცხოველია რა იმენა
თან ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა
აღარც გვიკვირს
ესეთი ძალოსანი აღარ დაიბადება
500 კგ-ს ორჭიდში ვეღარ ასწევს, მაგრამ ატაცში პირადი წონა თუ ექნება 185 კგ, მაშინ შეუძლია აიტაცოს 226-227 კგ, ხოლო აკვრაში რეკორდის დამყარება თოთქმის უკვე შეუძლებელია.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
რა დავწერე დასაბლოკი ? ასანიძის გათვლებს შეეწირა ტალახაძის 500 მეთქი.
ფორმის პიკზე რომ იყო თითო კილოგრამით აუმჯობესებდა რეკორდებს და კაი მაყუთსაც იღებდნენ ამაში.
მამენტ, ვერც გაამტყუნებ ))
ეჰ ჩემო დალასელო კორბიკ,
როგორც ჩანს ეგ - 500 კგ მხოლოდ ჩემი და შენი (და კიდევ რამდენიმე წყვილი კეთილისმსურველის) მიზანი იყო და ასანიძეს სულ შაშაკოლაზე ეკიდა.
500 კგ კი არა ამ ბოლო გამოსვლის შემდეგ პარიზის ოქროც სერიოზული ეჭვქვეშ დადგა.
ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ 260-ზე ტალახაძის ბოლო მისვლა რას ემსახურებოდა? თუ არა ასანიძის მორიგი იდიოტური სვლა. აბსოლიტურად არაფერს წყვეტდა მაგ წონის აწევა. მეორე მხრივ მისი გაფუჭებით ჩვენ მოძმე და "მოძმე" ერებს სერიოზული ამბიცია გაუჩნდათ მომავალი წლის ოლიმპიურ ოქროზე იხილეს რა ტალახაძის კარიერის დაისი.
ნუ, რას ვიზამთ ? კარიერული დაღმასვლა ადრე თუ გვიან ყველას ეწყება.
ის 19 წლის სომეხი უეჭველი ჩამოართმევს ლაშას ლიდერობას, ისეთი პირი უჩანს.
ოღონდ იმედია მოასწრებს ტალახაძე და მანამდე მესამე ოლიმპიადას დადებს.
19 წლის არცერთი არ არის. მინასიანი 1 წლით უმცროსია ლაშაზე, ლალაიანი 24 წლისაა, ხოლო მარტიროსიანი - 26 წლისაა.
ხო, აი ლალაიანზე მითხრა ვიღაცამ 19-ის არისო ))
500 კგ არა მგონია აწიოს ორჭიდის ჯამში. ჩემი აზრით არც უნდა გარისკოს. შეიძლება ისეთი ტრავმა მიიღოს რომ საბოლოოდ შეეშვას სპორტს. ჯობია ასე მოიპოვოს ოქროები. ძაან მინდა სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს. თუ მეოთხესაც შეძლებს ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს.
ჩემი აზრით მაგ რეკორდზე უნდა წავიდეს, სანამ ამხელა ჯანი აქვს
ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა
500კგ-იანი სუპერმიზანი ისევ ძალაშია ?
მე მგონი ვეღარ წავა მაგაზე. არადა, მაგრად კი მიუახლოვდა ((
8 კგ ძაან ბევრია. პიკზე რომ იყო ისეთ ფორმაში თუ აწევდა, მაშინ ასეთ წონებს 228 და 272.
მეც ვეჭვობ ვეღარ ავა, 492 იყო მგონი მაქსიმუმი მაშინ იყო ზენიტში...
გაუჭირდებოდა)) გილოცავთ კიდევ მერამდენედ)) ძაან სოლიდურადაა, აღარ არის ახალგაზრდული ჟინით, მაგრამ იგებს კაცი წევს იმდენს რამდენიც საჭიროა, იმედია ოლიმპიადას კარგ ფიზიკურ ფორმაში შეხვდება, ბოლო ორი წელია მაინცდამაინც სრულყოფილად ვეღარაა ფიზიკურად სულ რაღაც აწუხებს,