თურქეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა ვინჩენცო მონტელამ ჩაიბაროს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შტეფან კუნცის გათავისუფლება პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
გერმანელს კი, რომელიც თურქეთის ნაკრებში 2021 წლიდან მუშაობს, სავარაუდოდ მონტელა შეცვლის, რომელიც „ადანა დემირსპორში“ ორი სეზონი მუშაობდა და თურქულ ფეხბურთს კარგად იცნობს.
თურქეთის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპის თავის ჯგუფში ხორვატიასთან ერთად 10 ქულით ლიდერია, თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ თურქეთი ჩვეულებრივი შესარჩევიდან ევროპის ჩემპიონატზე თუ ვერ გავიდა, ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს პოტენციური მეტოქეა.