„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ინტერთან“ მარცხის (1:5) შემდეგ განაცხადა, რომ ეს თამაში არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს.
„თამაშში 3:1-მდე დავრჩით. საწყისი 4 წუთი ბურთი მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ისევ დარწმუნებული ვარ, უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ეს წაგება ჩემს ფეხბურთელებს არაფერს უკარგავს“, - თქვა პიოლიმ.
აქვე გეტყვით, რომ იტალიელმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ისიც განაცხადა, რომ ფანებისთვის საბოდიშო არაფერი აქვთ, რადგან დამარცხება არც თვითონ უნდოდათ.
„ინტერმა“ „მილანს“ 2023 წელს 5-დან 5 დერბი მოუგო. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ „ნერაძურიმ“ „როსონერის“ ზედიზედ 5-ჯერ აჯობა.